სტრატეგიული პარტნიორები


სთილქეისი, როგორც გლობალური ლიდერი საოფისე ავეჯის წარმოების ინდუსტრიაში, ეხმარება ხალხს სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნაში. კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებლებს ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც შექმნილია სამუშაო პროცესზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად.

როგორც ინდუსტრიული კომპანია, სთილქეისი გრძნობს პასუხისმგებლობას გარემოს წინაშე და იყენებს დიზაინერულ ხედვებს ინოვაციური და ეკოლოგიური პროდუქტების შექმნისთვის.

დაარსებული 1912 წელს სათაო ოფისით გრანდ რაპიდსში, მიჩიგანი, სთილქეისი ემსახურება პარტნიორებს 650 ოფიციალური დილერის და დაახლოებით 13,500 თანამშრომლის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით. მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ მოცემულ ბმულზე: www.steelcase.com/eu.


კომპანია ინტერფეისი, რომელიც 1973 წელს დაარსდა, გახლავთ რბილი იატაკის ფილების გამომგონებელი და მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანია მსოფლიოში, რომელსაც წარმომადგენლები 100-ზე მეტ ქვეყანაში გააჩნია. ინტერფეისის 8 ქარხანა განლაგებულია მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე.

ინტერფეისი ქმნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, განსხვავებულ და ხარისხიან კოლექციებს და გთავაზობთ დიზაინერული გადაწყვეტილებების მრავალფეროვნებას, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, განახორციელოს თავისი ხედვები მისთვის იდეალური სივრცის შექმნის კუთხით.

ინტერფეისი გვევლინება ყველაზე მდგრად ეკოლოგიურ კომპანიად მსოფლიოში და ლიდერია ბუნების გაფრთხილების კუთხით.
მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ მოცემულ ბმულზე: www.interface.com/EU/en-GB/homepage