საოფისე ტექნოლოგიები
კომპანია “საოფისე ტექნოლოგიები” გახლავთ საოფისე ავეჯის მომწოდებელი წამყვანი ორგანიზაცია და ავეჯის მწარმოებელი ყველაზე დიდი ფრანგულ-ამერიკული ბრენდის – “სთილქეისის” ავტორიზებული დილერი საქართველოში.
ჩვენი მისია
კომპანია ლიდერია ოფისის დიზაინის, პროექტების მენეჯმენტის და ერგონომიული საოფისე ავეჯის მიწოდების დარგში და ორიენტირებულია მუდმივ განვითარებასა და მომსახურების სპექტრის გაფართოვებაზე. 2005 წლიდან საოფისე ტექნოლოგიები გახდა მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიის სანდო პარტნიორი.
კომპანიის მისიაა, დაეხმაროს ორგანიზაციებს, გაზარდონ შრომისუნარიანობის დონე სტანდარტული ოფისის ეფექტურ საოფისე გარემოდ გარდაქმნის და კომფორტული ატმოსფეროს შექმნის საშუალებით. საოფისე ტექნოლოგიების გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ სამუშაო სივრცე იქცეს ისეთ გარემოდ, სადაც ხალხი მუშაობს დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით.